პეტრე ცაავას განყენებით პატრიარქმა სილა გააწნა ბიძინა ივანიშვილს

პეტრე ცაავას განყენებით პატრიარქმა სილა გააწნა ბიძინა ივანიშვილს იმ ყველაფრისთვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეწევა ილია მეორეს წინააღმდეგ. მხოლოდ, ეს პირველი სილაა. ბრძოლა პატრიარქსა და ივანიშვილს შორის კვლავ გაგრძელდება. პეტრე ცაავასგან კი ნურც ყველაზე დიდ გველეშაპს შექმნით და ნურც მოწამეს, რადგან არც ერთია და არც მეორე. ის უფრო მეტად სულელი გამოდგა, ვიდრე გარეწარი, მითუფრო ჭეშმარიტების მაძიებელი.

ჰო… კარგი იქნება თუ სინოდს “წმინდა სინოდს” კი არა, უბრალოდ “საეკლესიო სინოდს” ვუწოდებთ. ნუ გავაუბრალოვებთ სიტყვა “წმინდას”.

დანარჩენზე მოგვიანებით გამოვთქვამ ჩემს აზრს. დღეს პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებას უარი ვუთხარი ამ საკითხებზე საკუთარი აზრი გამომეთქვა, არც ახლა ვარ ჯერ მზად, ალბათ უფრო მოგვიანებით, ბოდიში კოლეგებს-წერს არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს