პეტრას აუსტრევიჩუსი – სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა

სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“, – წერს აუსტრევიჩუსი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

banner
წინა სტატიაშიმარგუს ცაჰკნა – საქართველოში რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში დავინახეთ, ეს ძალიან საშიშია
შემდეგი სტატიაგიომ მერსიე: ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კვლავ შორდება ევროკავშირის გზას