პეტრას აუსტრევიჩუსი: დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირის წევრობისა

“დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირის წევრობისა. ისეთი ზომები, როგორიცაა გაჩუმება კრიტიკული ჟურნალისტების, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა და ასევე მათი სამართლებრივი დევნა, სულ უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ამ ამბიციას. ევროკავშირი, როგორც დამცველი ამ ფუნდამენტური თავისუფლებებისა, იცავდა და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში… მედიაში არ შეიძლება პოლიტიკურად ჩარევა. თუკი ადრე ევროპის პარლამენტს გულიბრყვილოდ სჯეროდა რომ საქართველოს მთავრობას ესმის ეს, ახლა მოვითხოვთ ცვლილებას საქართველოს პოლიტიკასა და მიდგომებში. დროა, თბილისმა გაიგოს, რა ფსონს დებენ ისინი საქართველოს მომავალზე”, – ამბობს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე.

banner
წინა სტატიაშიმიქსერმა მედიაგარემოს გაუარესების მაგალითად, ჟურნალისტებზე თავდასხმები, ასევე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება მოიყვანა
შემდეგი სტატია“საქართველოს ევროინტეგრაციაში დიდი წვლილი შეიტანეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ, რომელიც დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტია…”-ანნა ფოტიგა