პეტრას აუსტრევიჩიუსი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა

საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი „ტვიტერში“ წერს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პროვოკაციაა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა,“- წერს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკის“ Data Challenge-ის პირველი სერიის გამარჯვებულები ცნობილია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მკვიდრის ლეილა ზარქუას ნახატების გამოფენა-გაყიდვა პირველად გაიმართა