დიდი ცინიზმია საჭირო, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
„რა ფასი ექნება არჩევნებს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამი წელია, თავს იცავს მეზობელი ბირთვული სუპერსახელმწიფოს აგრესიისგან? როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როცა ტერიტორიის მეხუთედი საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულია და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება? დიდი ცინიზმია საჭირო იმისთვის, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო“, – წერს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.