ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ სასტიკად მოკვლის შემდეგ ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წინააღმდეგ დაწყებული შავი პროპაგანდა ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ზოგიერთმა ე.წ. მედიის წარმომადგენელმა და ზოგიერთმა სოციალური მედიის მომხმარებელმა შავი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყენ და ამ საშინელი ტერორისტული აქტის ბატონი გიულენისა და მოძრობა ჰიზმეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობენ. ჩვენ ამ ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ და მოვუწოდებთ, რომ მსოფლიოს წინაშე: ამ ტერორისტულ აქტში წვლილის შემტანები, დამგეგმავი და ბრძანების გამცემი ვინც არ უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგად გამოვლინდეს და ყველა პასუხისმგებელი კანონის წინაშე დაისაჯოს.“-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თავდამსხმელის და ტერორისტული აქტის ყველა მხვრივ გამოძიოს და გამოვლინდეს, ასევე სამსახურში აყვანის დროს მას

banner
წინა სტატიაშიგოგონა, რომელიც ალეპოდან “ტვიტერ”-ზე წერდა, ერდორანს შეხვდა
შემდეგი სტატიაგერმანიის შემდეგ, საფრანგეთიც ზრდის უსაფრთხოების ზომებს