პეტერბურგში ესტონეთის კონსული დაიჭირეს

ესტონეთის კონსული მარტ ლიატე სანკტ-პეტერბურგში დაიჭირეს მაშინ, როცა ის დახურული ხასიათის მასალებს იღებდა – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს. დიპლომატის მიმართ განხორციელდება საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ზომები. “აღნიშნული მოქმედება დიპლომატიური მუშაკის სტატუსს არ შეესაბამება და მას აშკარად მტრული ხასიათი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ” – განცხადებაშია ნათქვამი – “ბიბისი” წერს.

საერთაშორისო ნორმებით, დიპლომატები ხელშეუხებელნი არიან იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ, თუმცა, შესაძლებელია მათი სხვა ქვეყენაში ყოფნა შეწყდეს იმ შემთხევვაში, როცა ისინი მტრულ მოქმედებებს ანხორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი ჯგუფის წევრები “ანას ბაღის მცველს”, ლევან ქართველიშვილს დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს