პეტერბურგელმა ჰაკერებმა ირლანდიის საავადმყოფოებზე კიბერშეტევა განახორციელეს

ირლანდიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი და პოლიცია ფიქრობს, რომ კიბერშეტევის უკან, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე განხორციელდა, დგას დანაშაულებრივი დაჯგუფება Wizard Spider, რომელიც რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს – ადგილობრივმა RTE გაავრცელა.
დუბლინი უკვე დაუკავშირდა რუსეთის მთავრობას კიბერშეტევისა და ზარალის შესახებ, რომელიც მათ შეტევის შედეგად მიიღეს.

ირლანდიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი და პოლიცია ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას აწარმოებენ. ისინი თანამშრომლობენ ინტერპოლთან და ევროპოლთან – “დოიჩე ველე” წერს.

კიბერშეტევის შედეგად ირლანდიის ჯანდავის საინფორმაციო სისტემა მოიშალა. სპეციალური პროგრამის გამოყენებით ბოროტმოქმედებმა ირლანდიის საავადმყოფოების პაციენტების პირადი მონაცემების ხელში ჩაგდება შეძლეს. თავდამსხმელებმა სერვერებზე დატოვეს ინფორმაცია “”ორმაგი გამოძალვის მეთოდი”.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთებში უხვი ნალექის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიააშშ-ს გრენლანდიის ყიდვა არ სურს, როგორც ამას ტრამპი გეგმავდა