პეტერბურგელი ჟურნალისტის მკვლელობის გამო სტუდენტი დააკავეს

6 (1)სერგეი კოსირევმა, რომელიც პეტერბურგის ერთ-ერთი უმაღლესი სასწვლებლის სტუდენტია, აღიარა, რომ ჟურნალისტი დიმიტრი ცილიკინი მოკლა – პეტერბურგის მედია წერს.
21 წლის კოსირევი სამართალდამცველებმა დააკავეს და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხეს. მან აღიარაბითი ჩვენება მისცა.
გამოძიების ვერსიით, კოსირევმა ცილიკინი ინტერნეტით გაიცნო. 27 მარტს ის ჟურნალისტთან სტუმრად იმყოფებოდა. მათ შორის წარმოშობილი ჩხუბის შედეგად კოსირევმა ჟურნალისტს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ მისი ნოუთბუქი და საფულე მოიპარა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ცილიკინის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს გასულ კვირას. ის ამ დროისათვის რამდენიმე დღით ადრე იყო გარდაცვლილი. ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ცილიკინი ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშისარატოვის სასამართლო პუტინის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადებას განიხილავს
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს მიმართავს