25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პეტერ ფიშერი: საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებს არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ამას მოსახლეობას ვერ უბნებიან

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკურ კურსს უმწვავესად აფასებს. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან გულწრფელი არ არის.

ელჩის თქმით, ძალაუფლებაში მყოფმა პირებმა გადაწყვეტილება ევროპული კურსის შეცვლაზე უკვე მიიღეს, თუმცა ამის საჯაროდ აღიარებას ერიდებიან, რადგან ქართველი ხალხის ნება ურყევია.

„ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო“, — აცხადებს პეტერ ფიშერი.

banner
წინა სტატიაში“თორნიკე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს” – დავით რიჟვაძე
შემდეგი სტატიაპარლამენტში ქართული მთის ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი იქმნება