13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პეტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურება.

დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
შემდეგი სტატიაიურისტ ბექა ბასილაიას რუსეთში დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯეს