11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

პეტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს.

მადიარის თქმით, მან უკრაინული ქალაქ ბერეგოვოს მერი მიიღო საკუთარ ოფისში და მათ უკრაინულ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები უნგრელების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

“ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ამ საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივნისის დასაწყისში, სიმბოლურად – ბერეგოვოში, შეხვედრის ინიციატივით გამოვდივარ.

დრო მოვიდა, რომ უკრაინამ დაასრულოს საკანონმდებლო შეზღუდვების ათწლეულზე მეტი, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებისთვის – აღადგინონ თავისი კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორუფლებიანი და პატივცემული მოქალაქეები.

თუ მოვახერხებთ ამ საკითხების მოგვარებას, მაშინ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას,” – წერს მადიარი.

მადიარის თქმით, მას “პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად” მიაჩნია საგანმანათლებლო საკითხებზე უკრაინის მიერ 2025 წელს შემოთავაზებული კომპრომისები.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: ახლა მთავარია ეკლესიის ერთიანობა, რომელსაც საზოგადოებაშიც დადებითი გავლენა ექნება
შემდეგი სტატიასაპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს