უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს, რათა თანამდებობიდან გადააყენოს მოქმედი პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უახლოესი მოკავშირეა.
მადიარის განცხადებით, მისი მთავრობა გამოიყენებს ყველა არსებულ სამართლებრივ ბერკეტს სახელმწიფოს მეთაურის იძულებითი გადადგომის მისაღწევად და საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ძირითად კანონსაც შეცვლის.
„ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ საჭირო კანონმდებლობა და დიახ, საუბარი იქნება ყველა მარიონეტის ჩამოშორებაზე“, — განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.















