21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პეტერ მადიარი: ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან

ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან იმიერკარპატების ოლქში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

მისი თქმით, მისმა მთავრობამ „სამ კვირაში“ მიაღწია იმას, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის გუნდს „ათი წლის განმავლობაში არ გამოუვიდა“.

როგორც მადიარმა აღნიშნა, შეთანხმება რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია.

„უკრაინის მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ უახლოეს მომავალში შეასრულებს შეთანხმებულ ღონისძიებებს და ამას კანონმდებლობაში ასახავს“, – აღნიშნა მადიარმა.

მადიარის განცხადებით, ეს ვალდებულებები აისახება ევროკავშირთან მიმართებით უკრაინის სამოქმედო გეგმაში.

„ეს თუ მოხდება, უნგრეთის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა