25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

პენიტენციური სამსახური ნანა სანდერის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და განმარტებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში.

პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს.

მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა  დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც  შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში”,_ წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ნანა სანდერი მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის მიზეზი კი ის არი, რომ შეზღუდული აქვს  ზარის განხორციელების უფლება, არ ააქვს უფლება პროდუქტების შეძენის და არ მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ვეგანურ-დიაბეტური საკვები.

banner
წინა სტატიაშინატო: მზად ვართ ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყველა მოკავშირის დასაცავად
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა