პესკოვმა რუსების მიერ თოვლის ჭამის მზაობაზე ტრამპის თანაშემწეს უპასუხა

რუსები თოვლს კი არა, ადგილობრივი წარმოების დელიკატესებს მიირთმევენ, რომელიც, სანქციების წყალობით უფრო მეტი გახდა – ასეთი კომენტარი გააკეთა კრემლმა დონალდ ტრამპის თანაშენწის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ “რუსები მზად არიან თოვლიც კი შეჭამონ, ოღონდ ცოცხლები გადარჩნენ”.
“ვფიქრობ, რუსები მზად იყვნენ თოვლი შეეჭამათ, რომ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. ჩემს გაგებაში სანქციებმა უფრო მეტად გააერთიანა ხალხი პრეზიდენტის ირგვლივ” – თქვა თანაშენწე სკარამუჩიმ. ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი მოსაზრებას, რომ სანქციებმა ხალხი შეკრა, დაეთანხმა, მაგრამ თოვლის პუნქტში გააპროტესტა ტრამპის მრჩევლის სიტყვები – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი: “ბრეკსიტის” შესახებ შეთანხმება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს
შემდეგი სტატიაპოროშენკო ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ მალე შეხვდება