პესკოვმა პუტინის უარი დაადასტურა

პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არისრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უსაფრთხოების შესახებ მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელოც ბავარიის დედაქალაქში გაიმართება, არ დაესწრება – ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს ინფორმაციას.
დღეს გერმანულმა “ბილდმა” პუტინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ კონფერენციაზე არ იქნება.

კონფერენციას 20 ქვეყნის მეთაური და 60 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე მოვა გერმანიის კანცლეირი ანგელა მერკელი, რომელიც უკანასკნელი 4 წლის მანძილზე არ დასწრებია მიუნჰენის შეკრებას.

ფორუმის ლიდერმა ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა, რომ მოწვევა გაეგზავნათ ირანის და უკრაინის პრეზიდენტებსაც, თუმცა, მათგან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უხელმძღვანელებს.

მიუნხენის ყოველწლიური კონფერენცია 1962 წლიდან ტარდება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებამ რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა გამორიცხა
შემდეგი სტატიანავთობის ფასი დაცემას აგრძელებს