პესკოვმა 9 მაისს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების გეგმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსეთმა 9 მაისს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს სიცრუეს უწოდებს.

„რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ უნდა დაიჯეროთ, ეს სისულელეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის სიმართლე, ეს სისულელეა“, – აცხადებს კრემლის სპიკერი.

კრემლის პრესსპიკერმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთმა იმ დღეს ომი გამოუცხადოს უკრაინას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიასომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თავდაცვის უწყებაში