პესკოვის განცხადებით, თუკი დასავლეთი უკრაინას რუსეთზე იერიშის ნებართვას მისცემს, პასუხი შესაბამისი იქნება

კრემლმა ერდორანის წერილს უშინაარსო უწოდა

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთი უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შორი დისტანციის იარაღით იერიშის მიტანის ნებართვას მისცემს, რუსეთის ფედერაციის პასუხი შესაბამისი იქნება.

პესკოვის თქმით, სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართვის ხარისხს. ჩვენი პასუხი შესაბამისი იქნება“, – აცხადებს პესკოვი.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, მოხსნას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა.

ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე“. ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე“.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ღონისძიება ტარდება ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში
შემდეგი სტატიაჩვენ გვინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს – ენტონი ბლინკენი