28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

პესკოვის ცოლმა სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართა

reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის მეუღლემ, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფიგურულ სრიალში ტატიანა ნავკამ ევროპის სასამართლოს მიმართა, რათა უკრაინაში ომის გამო მისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს.  ნავკა ასევე ითხოვს 2 მილიონ ევროზე მეტ კომპენსაციას მატერიალური და რეპუტაციული ზიანისთვის.

ევროკავშირმა საბჭოთა უკრაინაში დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქე 51 წლის ნავკა სანქცირებულთა სიაში 2022 წლის ივნისში შეიყვანა — უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშემშლელი ქმედებების გამო. სანქციები შეზღუდვებს და ფინანსურ აკრძალვებს მოიცავს.

შეზღუდვები ასევე შეეხო დმიტრი პესკოვის შვილებს — ელიზავეტასა და ნიკოლაის.

სარჩელის თანახმად, მისი წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მიზეზი სათანადოდ დასაბუთებული არ არის, დაშვებულია სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასების შეცდომები და ევროკავშირმა ვერ დაამტკიცა საკმარისი კავშირი მის ქმედებებსა და სანქციების მიზანს შორის.

გარდა ამისა, ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი სამართლებრივი გზით ცდილობს სანქციების გაუქმებას სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მეუღლე, ეკატერინა იგნატოვაც.

banner
წინა სტატიაში“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში კაცი ცივი იარაღით ქუჩაში გამვლელ ადამიანებს თავს დაესხა, დაშავებულია სამი ქალი