15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პესკოვი:პუტინი მზადაა მოსკოვში შეხვედრისთვის, მაგრამ საჭიროა შედეგიანი მიზეზი-ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მოსკოვისა და მინსკის გარეთ სთავაზობს

„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის, მთავარი ის არის, რომ არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მთავარია შეხვედრის მიზანი. რისთვის უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მთავარი ის არის, რომ არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი. ის შეიძლება, გაიმართოს მხოლოდ იმისთვის, რომ შეთანხმებები საბოლოოდ გაფორმდეს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი ამ ეტაპზე კიევის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური ნების არსებობას ვერ ხედავს.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ვლადიმერ პუტინს, მოსკოვისა და მინსკის გარდა, ნებისმიერ ადგილას შეხვდეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში ის უფრო სუსტია ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს
შემდეგი სტატია1992 წლის 23 აპრილს შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა