პესკოვი – ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ იდეას

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიაა ნებისმიერი კონტაქტისთვის და უკრაინის პრობლემის მოგვარების ვარიანტების განხილვისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ფრაზა „უკრაინის პრობლემა“, ყველამ იცის ამის შესახებ. ის არ მომწიფებულა ერთი წლის წინ, მომწიფდა მრავალი ათწლეულის მანძილზე. ის დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების შესახებ გარანტიებთან, დაკავშირებულია ჩვენს საზღვრებთან პოტენციური ანტირუსული ცენტრის არსებობასთან, რომელიც ყოველმხრივ იკვებება უცხოეთიდან, დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჩვენი საზღვრებისკენ წინსვლასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, „უკრაინის პრობლემა“ სხვადასხვა გზით შეიძლება მოგვარდეს.

„ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ნებისმიერ იდეას, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონფლიქტის მოგვარებას, მათ შორის ის მიესალმება მომავალ კონტაქტებს აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა ილია დარჩიაშვილს – ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? – კი თუ არა?