17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

პესკოვი: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განახლდება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვს აქვს იმედი, რომ უახლოეს ხანში რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი აღდგება.

პესკოვის თქმით, მხარეებს შორის არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება, თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ამ ეტაპზე შეთანხმებული არ არის.

„საერთო ინიციატივა და საერთო პოლიტიკური სურვილი არსებობს, რომელიც დადასტურებულია და სამმხრივი მოლაპარაკებების მიმართულებით სვლას გულისხმობს

ჩვენ არ გვსურს და არც ვაპირებთ, რომ საჯარო ფორმატში რაიმე „პუნქტი“ განვიხილოთ — კერძოდ მაშინ, როდესაც ამ ეტაპისთვის შეთანხმებული ან თანმიმდევრული საგზაო რუკა ან პროგრამა არ არსებობს“, — განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსული მხარე ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაო კონტაქტებს ინარჩუნებს, თუმცა დეტალების საჯარო განხილვისგან თავს იკავებს.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება ნიშნავს, რომ ვინც აშშ-ის ადმინისტრაციასთან იმეგობრებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის
შემდეგი სტატიადიდ ბრიტანეთში ტექნიკური შეფერხების გამო 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა