„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და მიიღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მშვიდობიან მოგვარებამდე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე მივიდეთ“,_ აღნიშნული განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
ასევე, მისი თქმით, „ჯერჯერობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა არ არსებობს“.
„მოლაპარაკებების პროცესის განახლების რაიმე სახის პერსპექტივას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
















