კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის პოზიციის გამო ამ ეტაპზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ოპტიმისტური პროგნოზი არ არსებობს.
„ფრონტის ხაზზე დინამიკა კარგად ცნობილია. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, — აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოსკოვი აფასებს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ძალისხმევას, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მედიატორობასა და დახმარებას ცდილობენ.

















