უკრაინას რაც უფრო შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღება ექნება, მით უფრო დიდი უნდა იყოს „სანიტარული ზონა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა განმარტა, რომ მათი მთავარი მიზანია, უკრაინელი სამხედროები ამ იარაღით რუსეთის მოქალაქეებს „არ შეეხონ“.
„უკრაინაში „სანიტარული ზონის“ რადიუსი დამოკიდებული იქნება უკრაინული იარაღის დიაპაზონზე, რაც უფრო მაღალია იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები უკრაინაში, მით უფრო დიდი უნდა იყოს ეს მანძილი. მთავარი მიზანი ნათელია, ხელი შევუშალოთ მათ ამ იარაღით რუსეთის მოქალაქეებამდე მისვლაში“, – განაცხადა პესკოვმა.