პესკოვი: თურქეთის პრეზიდენტი ვერ იქნება შუამავალი კონფლიქტის მოგვარების კუთხით

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ანკარას შეუძლია უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაში დახმარება გაუწიოს, მაგრამ მან უარი მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ერდოღანმა, ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ მას სჯერა სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის, რომელიც ორივე მხარისთვის სარგებლიანი იქნება.

ამასთან, კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვერ იქნება შუამავალი კონფლიქტის მოგვარების კუთხით.

„არა, ეს შეუძლებელია“, – თქვა პესკოვმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ ეუთოს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა