3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

პესკოვი: თუ ფინეთი ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით დაგვემუქრება, შესაბამის ზომებს მივიღებთ

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს,  რომ ფინეთის გეგმამ, მოხსნას საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვა, ევროპაში დაძაბულობა გაზარდა და რუსეთისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსკოვს რეაგირება ექნება, თუ ასეთი იარაღი განთავსდება. 

„ეს არის განცხადება, რომელიც ევროპის კონტინენტზე დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. ეს განცხადება ფინეთის დაუცველობას კიდევ უფრო ზრდის, დაუცველობას, რომელიც ფინეთის ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით ფინეთი გვემუქრება და თუ ფინეთი დაგვემუქრება, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – განუცხადა  პესკოვმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიეროვნული სატყეო სააგენტო: თებერვალში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ირანის სკოლაზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს