კრემლში განაცხადებს, რომ კრემლი აკვირდება საფრანგეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მანამდე გაჩნდა, დასტურდება. ჩვენ დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგი ამომრჩევლის უპირატესობები ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, – აღნიშნა პესკოვმა.