კრემლი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები ემთხვევა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან კონფლიქტის შედეგად რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები შეამსუბუქა.
ბოლო დღეებში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი გამწვავდა.
reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ხედავს, რომ „შეერთებული შტატები ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მცდელობისას ზომებს იღებს; ამ მხრივ, ჩვენი ინტერესები ემთხვევა“.
















