21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

პესკოვი: რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს

უკრაინის დამარცხება ყოველდღიურად ახლოვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყოველი დღე ამ დამარცხებას აახლოებს. კიევში ამას შესანიშნავად ხვდებიან“,
– აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, „რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს.

რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს, ეს წინსვლა აშკარაა, დინამიკა პოზიტიურია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის პრიორიტეტად ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ამოცანების გადაწყვეტა და ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაა.

„ჩვენი პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ასევე, ჩვენს კონტინენტზე, ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა,“ – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიმოჯტაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ბენზინმზიდი აფეთქდა