26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პესკოვი: რუსეთი აშშ-ის შუამავლობის შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალით არასდროს უყურებდა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის შუამავლობის შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალით არასდროს უყურებდა.

„ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე და არასოდეს გაგვიზვიადებია ვაშინგტონის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას რაიმე რთული პრობლემა. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევს, ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. ამასთანავე, ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის მზაობას, განაგრძოს კეთილი სამსახურის გაწევა და დახმარება უკრაინის გარშემო მოლაპარაკებების მოგვარებაში“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა სანქტ-პეტერბურგში, სავარაუდოდ, რუსული წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი დაბომბეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს