პესკოვი “ქართულ ოცნებას” მტკიცე პოზიციას უწონებს

საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, კერმლშიც აცხადებენ, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს. დიმიტრი პესკოვი დასავლეთს და აშშ-ს დაანონსებული სანქციების გამო აკრიტიკებს და “ქართულ ოცნებას” მტკიცე პოზიციას უწონებს.

“ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელმძღვანელობის ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. მეორეს მხრივ, ჩვენ ასევე ვხედავთ საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან დაუფარავი ჩარევის მცდელობასაც. გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების ღია მუქარაც თუკი ისინი ამა თუ იმ კანონს მიიღებენ. აბა, რა არის ეს, თუ არა ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში? – თქვა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს – რიმა ბერაძე
შემდეგი სტატიაახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა, უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე – მდინარაძე