26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

პესკოვი: პუტინსა და CIA-ს დირექტორს შორის შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები იყო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ ჯონ რატკლიფს შორის შეხვედრა არ შემდგარა — ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებს რატკლიფთან კონტაქტები ჰქონდათ და აღნიშნული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას პუტინს მიაწოდებენ. კრემლის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, უკავშირდებოდა თუ არა ეს კონტაქტები უკრაინის ან ირანის საკითხებს.

მისივე განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, მოახდენს თუ არა აღნიშნული კომუნიკაცია გავლენას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული კრიზისის დაძლევის პროცესზე, თუმცა სპეცსამსახურებს შორის დიალოგს „პოზიტიური მოვლენა“ და „პოზიტიური პროცესი“ უწოდა.

ამავე ბრიფინგზე პესკოვმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი შიგნიდან იშლება“, ხოლო ფრონტზე არსებული დინამიკა უკრაინის დამარცხებაზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის გარემოცვაში რყევებია, ღარიბაშვილის ბუნტმა მისი უძლეველობის მითი დაამსხვრია
შემდეგი სტატიალადო აფხაზავა: მთელი საქართველო იძახდა, რომ სწავლა უფასოა – რეალობა კი სრულიად სხვა აღმოჩნდა