15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

პესკოვი: პუტინის G20-ის სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე დასწრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი დადებითად აფასებს ვაშინგტონის ინიციატივას რუსეთის ლიდერის მიწვევასთან დაკავშირებით:

„ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის… ჩვენ ამ მიწვევას ვაფასებთ“, — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მოსამართლემ საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
შემდეგი სტატიაგაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ პროკურატურასთან პროტესტს წყვეტს — საქმეზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება