პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მალე განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბელარუსის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებულ სიტუაციას.
“ეს მუქარა აბსოლუტურად აგრესიულია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა. მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობას და თავად ბელარუსს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთი კვირა აქვს იმ რეტრანსლატორების მოსახსნელად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების სიზუსტეს უზრუნველყოფენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებს.


















