პესკოვი: “პანამის ფაილების” გამოძიება არ ჩატარდება

პესკოვი:

კრემლი ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს პანამურ იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ის დოკუმენტების ირგვლის გამოძიება ჩაატაროს – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, აღნიშნული გამოძიება არაფერს კონკრეტულს ან არაფერ პირადს არ ამბობს რუსეთის პრეზიდენტის შესახებ : “ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სპეკულაციაა” – განაცხადა პესკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტ-გამომძიებლების ჯგუფმა ICIJ გაავრცელა, პანამური კომპანია Mossack Fonseca ხშირ შემთხევვაში საკუთარ კლიენტებს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.
აღნიშნულ გამოძიებაში საუბარია ასევე რუსულ კომპანიებზე და ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება.

 

BBC: პუტინის მეგობრების საეჭვო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდა

banner
წინა სტატიაშიქართული ლეგიონი მზად არის აზერბაიჯანისთვის იბრძოლოს მთიან ყარაბაღში
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა