პესკოვი: ნატო-ს წარმოდგენილობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

ნატო-ს წარმოდგენილობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, – ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.

“ბოლო ორი ათწლეულის, ალბათ მეტის განმავლობაში კი ჩვენ მეთოდურად გვატყუებდნენ და ამ მოტყუების შედეგად ივედით სიტუაციამდე, როცა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება – ამ მოტყუების გაგრძელების საფრთხე, ჩვენი საზღვრების მიმართულებით ნატო-ს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ინფრასტრუქტურის შემდგომი ექსპანსიის საფრთხე. და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ნატო-ს გაფართოება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა და სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოები, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია” – განაცხადა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ინტერვიუერმა ნატო-ს გაფართოების კონტექსტში საქართველო და მოლდოვაც ახსენა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ