კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ნატო-ს ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას გამოეხმაურა, სადაც რუსეთი „გრძელვადიან საფრთხედ“ არის შეფასებული. პესკოვის განცხადებით, ვინმეს საფრთხედ გამოცხადება თავისთავად აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ალიანსის ეს გადაწყვეტილება რუსეთს ავალდებულებს, იყოს ძლიერი და გააგრძელოს საკუთარი თანმიმდევრული პოლიტიკა. მისი თქმით, ნატო-ს ქმედებების ფონზე, მოსკოვმა აქცენტი ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებასა და საკუთარი ინტერესების დაცვაზე უნდა გააკეთოს.
კრემლის პრესსპიკერის ეს განცხადება მოჰყვა ანკარაში გამართულ ნატო-ს სამიტს. წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთი „გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს, რის გამოც ალიანსი აგრძელებს ჰააგაში აღებული თავდაცვის ვალდებულებების შესრულებას.
















