პესკოვი: მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოჰყვება გარკვეული ალიანსების გაფართოება

რუსეთი პატივის სცემს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა საუბარი ეხება სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდას მის საზღვრებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას.

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

პესკოვის განცხადებით, საუბარია იმ სუვერენულ ქვეყნებზე, რომლებიც ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან თავიანთი შეხედულებით ალაგებენ და „რუსეთს ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს“.

„მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოჰყვება გარკვეული ალიანსების გაფართოება და ამ ალიანსების სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა ჩვენს საზღვრებთან. ეს იწვევს მხოლოდ ჩვენს შეშფოთებას. რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

banner
წინა სტატიაში“მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისადმი“ – მაიკ პენსი
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა: „ქალაქის მერობა მე „პრადოსთვის“ არ მინდა!“