პესკოვი მამუკა ფიფიას პასუხობს

“თუ ეს იყო, ვნახავთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები გააანალიზებენ ამ მიმართვას”, – ასე პასუხობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ქართული პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პუტინისადმი მიმართვას, რომლებიც კრემლის ლიდერს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში პარტიის საერთაშორისო მდივანი – მამუკა ფიფია მონაწილეობდა, რომელიც დეპუტატ სერგეი გავრილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია და რომელიც თავის დროზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ლობირებდა.

ფიფიამ მიმართვაში ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა და თქვა, რომ ამნისტია უნდა გამოცხადდეს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე რუსეთში დარჩენის წესები დაარღვიეს.

ცნობილია ისიც, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ დეპუტატი ფრიდონ ინჯია მოსკოვში გაემგზავრა და მამუკა ფიფიას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად
შემდეგი სტატიაგახარიას გზავნილი ქოცური არის – ბოკერია