პესკოვი: ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა

ვლადიმერ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი უხამსი განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი, შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო, ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი და ნაბიჭვარი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიექვსი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან – ომბუდსმენი ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაწითლიძე პაპუაშვილს: იმ ქვეყნის თავმჯდომარე ხართ, სადაც სკოლებში გვაქვს ბავშვების შიმშილი