ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.
„ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რასაც ყოველდღიურად პროვოცირებს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპული დედაქალაქების ახალი გადაწყვეტილებები და ქმედებები, უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონის მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი წვრთნები და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პესკოვმა.