პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს. ამის შესახებ მან „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ შევძლებთ“, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, შეძლებს თუ არა რუსეთი გაუმკლავდეს დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას.

მანამდე კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე პირობებში ერთ ქვეყანას არ გამოუვა დომინირების შენარჩუნება.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ერთპოლარული მსოფლიოს ნგრევა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან მომდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმადლობა ღმერთს, რომ სულელურად ომში არ ჩავებით – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიაუკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში – სერგეენკო