პესკოვი – ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოზე თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა რუსულით

კრემლში კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას ეხმაურებიან. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა რუსულით.

„ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან“, – თქვა პესკოვმა.

კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 117 ადამიანი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრების შესახებ არაოფიციალური წერილი მისწერა
შემდეგი სტატიაიმხელა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მხრიდან, რომ ღირდა მიღება – დავითულიანი რუსულ კანონზე