„ფეშენ ნაროდი“ რატომ ყვირის ჰარიქა, მგზავრობა გაძვირდაო?!

“როგორც წესი, ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, ვინც მთაში ლექსუსით, ბარში მაზერატით „დაჯირითობს“ – საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდებაო – დედა ენაცვალოთ, ჩვენზე დარდით არ სძინამთ და ვერ ისვენებენ…
ისინი, ვინც ვსარგებლობთ „მარშუტკებით“, ავტობუსით თუ მეტროთი, ავყევით „შვეცკებს“ და ჯიპებიდან – არა, მაგრამ „აკოშკიდან“ გადმოვფინეთ საპროტესტო „ნოტები“.
იმიტომ რომ ღმერთმა თვალში სინათლე მოგვცა, ჩვენთვის სულერთია, რომ შეღავათები დაუწესდათ (ან გაგრძელდა): „უსინათლოებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს“.
მგზავრობისას შეღავათები აქვთ: „ასევე მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერინარებს“ – ვეტერანი თუ არ გვყავს სახლში, მოსწავლე მაინც ხომ გვყავს? გვყავს, ხომ? კარგია!
„20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ უმაღლესი სასწავლებლისა და პროფესიულის სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და ა.შ.“ – მე მიხარია, თქვენ?
ახლა რაც ეხება ძირითადს:
დღეს მე მეტროში ვიხდი 50 თეთრს, მიწევს ყვითელ მიკროავტობუსში გადაჯდომა და ვიხდი 80 თეთრს – სამჯერ მიწევს ამ „პროცედურის“ „გავლა“. დიდად არ ვბრწყინავდი არითმეტიკაში, ამიტომ თქვენ ჩამოჩოთქეთ.
1 თებერვლიდან ნებისმიერ ტრანსპორტში ვიმგზავრებ ერთიანი გადახდით. ესე იგი,
ავირჩევ რა მიღირს, რომ ვიყიდო აბონიმენტი – თუ ერთჯერადად მინდა ვიმგზავრო, იმიტომ რომ ჩემი ლექსუსი და მაზერატი „აღარ მევუასება“.
და ამ ერთჯერადით მე იმ დღეს საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით ვმგზავრობ უფასოდ.
ულიმიტო ერთდღიანი ბარათით, რომელიც 3 ლარი ღირს მთელი დღე ვმგზავრობ.
და ასე შემდეგ.
ახლა მაინტერესებს ერთი რამ, ეს „ფეშენ ნაროდი“ რატომ ყვირის ჰარიქა, მგზავრობა გაძვირდაო…
ამხანაგო “იმანოებო”, დაზღნარდით, ჩემს (ჩემნაირების) სადარდებელს თქვენ ნუ “დარდობთ”, მართლა ისეთი ბეცები არ ვართ თვლა არ ვიცოდეთ და კიდო, ნუ შემოხტებით და ნუ აწიწინდებით, მასე კი არა”-წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ” ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურული მარშრუტებში შეიყვანეს
შემდეგი სტატიაექიმი მალხაზ ჯალაღონია მოშიმშილეთა სოლიდარობის აქციას უერთდება და თავადაც იწყებს შიმშილობას