7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

პერუში ფეხბურთის ფანებს შორის მომხდარ ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

პერუს დედაქალაქში, ალეხანდრო ვილიანუევას სტადიონზე, „ალიანსა ლიმასა“ და მის მთავარ მეტოქე „უნივერსიტარიოს“ მატჩის მოლოდინში ნამდვილი ქაოსი დატრიალდა.

პოლიციის ინფორმაციით, სამხრეთ ტრიბუნაზე გულშემატკივრების უკონტროლო ნაკადმა ადამიანების ხაფანგში მოქცევა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს ფოიერვერკების ფონზე შეკრებილი უზარმაზარი მასა და ტრიბუნებზე მყოფი დაშავებულები.

სახანძრო ბრიგადის ცნობით, დადასტურებულია ერთი ფატალური შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზებულია 60 ადამიანი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია სტადიონის კედლის ჩამონგრევის შესახებ, თუმცა პოლიციამ და კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ვერსია კატეგორიულად უარყვეს.

ამ დროისთვის ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მასობრივი ჭყლეტა, უცნობია და გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიისრაელში რაკეტა განგაშის სიგნალის გარეშე ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: გამოყავთ მოქალაქეები და მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ფულს ან წილს კონკრეტულ ჰესებში