პერუში კოკაინით დატვირთული ვეტმფრენი ჩამოაგდო პოლიციამ (ვიდეო)

პერუს პოლიციამ ბოლივიადან აფრენილი კოკაინით დატვირთული ვეტმფრენი ჩამოაგდო – The Daily Mail-ი წერს. ჩამოვარდნილი ვეტმფრენიდან, უკვე მიწაზე მყოფმა ვეტმფრენის მგზავრებმა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად 58 წლის ბოლივიელი პილოტი დაიჭრა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი თანამზრახველი, სავარაუდოდ, კოლუმბიელი, გაიქცა. ამასთანავე, რაღაც ხერხებით ბოროტმოქმედებმა პოლიციასთან სროლისას 200 კილო ნარკოტიკის გადამალვა მოახერხეს – წერს გამოცემა.
ვეტმფრენის ბორტზე მხოლოდ 70 კილო კოკაინი აღმოაჩინეს.

https://youtu.be/d9SylIoA8PY

banner
წინა სტატიაშიაღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა იზრდება
შემდეგი სტატია49 წლის ჯენეტ ჯექსონი ორსულად არის