პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში სოფლის ყოფილმა მასწავლებელმა გაიმარჯვა

პერუს საარჩევნო კომისიამ 6 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელშიც პარტია “თავისუფალი პერუს” ხელმძღვანელმა პედრო კასტილიომ გაიმარჯვა. მას მოსახლეობის 50,12%-მა მისცა ხმა. სოფლის ყოფილი მასწავლებელი, როგორც “დოიჩე ველე” წერს, სოციალურ სფეროსა და სასამართლო რეფორმებში პოპულისტური დაპირებებით არის ცნობილი, რითიც ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა. მას 8.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამნოუცხადა ნდობა.

მეორე ადგილზე 49,9%-ით ექს-პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის მემარჯვენე პოპულისტური პარტია “სახალხო ძალა” გავიდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჯეფ ბეზოსი, “”ამაზონის” დამფუძნებელი, კოსმოსში გაფრინება
შემდეგი სტატიაჟურნალისტებისა და აქტივისტების აქცია იმართება