პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს დღეს დეპუტატები მოუსმენენ

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მოუსმენენ დღეს დეპუტატები. თამარ ქალდანი წლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარდგება.

კანონმდებლებს ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიშს გააცნობს. აქცენტი გასულ წელს მოქალაქეების მხრიდან გაზრდილ მომართვიანობაზე კეთდება.

ქართული ოცნება კი დაინტერესებას ონლაინ სესხებთან მიმართებაში აპირებს – თუ რამდენად დაცულია ამ შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებები.

„ჩვენი რეკომენდაციები შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვაზე როგორც ონლაინ სესხების აღების დროს, ასე ღია სივრცეში განლაგებული კამერების დროს, ასევე კერძო სუბიექტების მიერ პერსონალური ინფორმაციების დაცვის თვალსაზრისით, რომ გაძლიერდეს ინსპექტორის სამუშაო პროცესი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით აპირებს ყურადღების გამახვილებას ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში აინტერესებთ ხომ არ არის ეს უწყება „ქაღალდზე შექმნილი“ და რეალურ ცხოვრებაში ღირს თუ არა ამ უწყებაზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვა.

banner
წინა სტატიაშიინვესტიცია წარუმატებელ პროექტში-აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს